დრიფტის აკადემია

ადგილი, სადაც დრიფტი იწყება

ჩვენთან შეგიძლიათ პირველად გამოსცადოთ დრიფტი, მიიღოთ დაუვიწყარი ემოციები და პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით, უსაფრთხოდ გადადგათ პირველი ნაბიჯები.

დრიფტი ტრეკზე, კვამლში მოსრიალე ავტომობილი
დრიფტი სიჩქარე კონტროლი კვამლი ადრენალინი ტექნიკა დრიფტი სიჩქარე კონტროლი კვამლი ადრენალინი ტექნიკა
გაკვეთილი Drift Academy-ს ტრეკზე
1:1
ინდივიდუალური სწავლება

რას გთავაზობთ

მიუხედავად იმისა, უბრალოდ გსურთ დრიფტის გამოცდა თუ მიზნად პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა გაქვთ დასახული, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თითოეულ ეტაპზე.

დრიფტის მანქანით გასეირნება

ერთჯერადი ინდივიდუალური გაკვეთილები

სრული სასწავლო კურსი

დამწყებთათვის და გამოცდილი მძღოლებისთვის.

პროფესიონალური მომზადება შეჯიბრებებისთვის

სრული მხარდაჭერა ჩემპიონატებში მონაწილეობის გზაზე.

ისწავლე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონთან

გუგა კირვალიძე

საქართველოს სამგზის დრიფტის ჩემპიონი

მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალურ ჩემპიონატებში ასპარეზობა და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდები საშუალებას გაძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და სწორად შეისწავლო დრიფტის ტექნიკა.

გუგა კირვალიძე — Drift Academy-ს ინსტრუქტორი
3×
საქართველოს ჩემპიონი
დრიფტისთვის მომზადებული BMW E46
230
ცხენის ძალა

სასწავლო ავტომობილი

BMW E46

სწავლისთვის გამოიყენება სპეციალურად დრიფტისთვის მომზადებული BMW E46, რომელიც იდეალურად ერგება როგორც პირველ ნაბიჯებს, ასევე შემდგომ განვითარებას.

ავტომობილის მახასიათებლები

  • 3.0 ლიტრიანი ძრავი
  • 230 ცხენის ძალა
  • გაზრდილი მოხვევის კუთხე
  • ჰიდრავლიკური ხელის მუხრუჭი

სრულად მომზადებული დრიფტის კონფიგურაცია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

პროგრამები

დრიფტის სასწავლო პროგრამები

მიუხედავად იმისა, პირველად ჯდებით დრიფტის ავტომობილში თუ უკვე გაქვთ გამოცდილება, ჩვენი პროგრამები მორგებულია ყველა დონის მძღოლზე. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად (1:1), პროფესიონალი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით, უსაფრთხო გარემოში.

საცდელი დრიფტის გაკვეთილი

იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს პირველად გამოსცადოს დრიფტი.

450₾ / 30 წუთი
  • დრიფტის საფუძვლების დეტალური ახსნა და დემონსტრაცია
  • სწორი ჯდომის პოზიცია, საჭისა და ხელის მუხრუჭის ტექნიკა
  • ავტომობილის კონტროლის ძირითადი პრინციპები
  • თეორიის შემდეგ თავად დაჯდებით საჭესთან
დაჯავშნა

ინდივიდუალური გაკვეთილი

სრულფასოვანი პრაქტიკული გაკვეთილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მეტი დრო დაუთმოთ ტექნიკის შესწავლასა და დახვეწას.

800₾ / 1 საათი
  • დრიფტის ძირითადი ტექნიკების შესწავლა
  • ინსტრუქტორის მუდმივი ინდივიდუალური რეკომენდაციები
  • უნარების სწრაფი განვითარება
დაჯავშნა
პოპულარული

5-გაკვეთილიანი კურსი

მათთვის, ვისაც სურს დრიფტის სერიოზულად შესწავლა და სტაბილური პროგრესი — ყოველი გაკვეთილი თქვენს განვითარებაზეა მორგებული.

3500₾ / კურსი
  • 5 ინდივიდუალური, ერთსაათიანი გაკვეთილი
  • თქვენს გამოცდილებასა და პროგრესზე მორგებული პროგრამა
  • ეტაპობრივი განვითარება — პირველი „დონატებიდან“ სარბოლო ტრაექტორიის გავლამდე
დაჯავშნა

ვარჯიში პირადი ავტომობილით

იდეალურია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ დრიფტის სწავლა, არამედ საკუთარი ავტომობილის უკეთ გაცნობა — ტრასაზე მიღებული გამოცდილება ყოველდღიურ მართვაშიც უფრო თავდაჯერებულს და მომზადებულს გაგხდის.

350₾ / 2 საათი
  • როგორ იქცევა შენი ავტომობილი მოცურების დროს
  • სად არის მისი მოჭიდების ზღვარი
  • როგორ იმოქმედო, როცა მანქანა იწყებს მოცურებას
  • როგორ დაიბრუნო კონტროლი მოცურებულ ავტომობილზე
  • რა შესაძლებლობები და შეზღუდვები აქვს რეალურად შენს ავტომობილს

არ არის აუცილებელი, ავტომობილი დრიფტისთვის იყოს მომზადებული — საკმარისია, იყოს უკანა წამყვანი და ჰქონდეს ბლოკირებული ხიდი.

დაჯავშნა

სკოლის ავტომობილით ვარჯიშის ფასში შედის

თქვენ მხოლოდ მოსვლა გჭირდებათ.
  • BMW E46 სასწავლო ავტომობილი
  • საწვავი
  • საბურავები
  • ჩაფხუტი
  • ტრეკის იჯარა
  • პროფესიონალი ინსტრუქტორი

ჩემპიონატი

King of Drift

მონაწილეობა სკოლის ავტომობილით

გსურთ ჩემპიონატში ასპარეზობა, მაგრამ საკუთარი დრიფტის ავტომობილი ჯერ არ გყავთ? Drift Academy გაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ King of Drift-ის სამოყვარულო ჩემპიონატში სრულად მომზადებული სასწავლო ავტომობილით და პროფესიონალური გუნდის მხარდაჭერით.

ჩვენ ვიზრუნებთ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე, რათა თქვენ მხოლოდ რბოლაზე და საუკეთესო შედეგის ჩვენებაზე იფიქროთ.

პაკეტი მოიცავს

  • BMW E46 სრულად მომზადებული სარბოლო ავტომობილი
  • ულიმიტო საბურავები
  • საწვავი
  • შეჯიბრში მონაწილეობის საფასური
  • პროფესიონალი მექანიკოსი
  • სპოტერის მხარდაჭერა
  • გუნდური ტენტი და სრული მომსახურება პიტ ზონაში

ჩემპიონატის ფორმატი

პაკეტი მოიცავს King of Drift-ის ერთ სრულ ეტაპს, რომელიც ტარდება ორი დღის განმავლობაში.

შაბათი
  • ვარჯიშები
  • კვალიფიკაცია
კვირა
  • ვარჯიშები
  • შეჯიბრი

დამატებითი მომზადება

ჩემპიონატამდე შესაძლებელია ინდივიდუალური სავარჯიშო სესიების დაგეგმვა უშუალოდ იმ სარბოლო მონაკვეთზე, სადაც შეჯიბრი გაიმართება — უკეთ შეისწავლით ტრასას, დახვეწავთ ტრაექტორიას და შეჯიბრის დღეს მეტი თავდაჯერებულობით გახვალთ სტარტზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შეჯიბრის დღეებში ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, მისი აღდგენის პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს.

პაკეტის ფასი
4,750₾ / 1 ეტაპი
დაჯავშნა

დაჯავშნა

დაჯავშნე შენი გაკვეთილი

შეავსე ფორმა, დაგიკავშირდებით და დავადასტურებთ დროს.